ავტორიზაცია

სახის კანის სიმსივნის მკურნალობის პარალელურად, ნოიერი ვარჯიშს და თამაშებში მონაწილეობას აგრძელებდა

სახის კანის სიმსივნის მკურნალობის პარალელურად, ნოიერი ვარჯიშს და თამაშებში მონაწილეობას აგრძელებდა
თარიღი 02 ნოე 2022, 22:24
„ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა კანის სახის სიმსივნისგან სრულიად შესაძლო გამოჯანმრთელება.

გერმანელი გოლკიპერი მკურნალობის კურსს გასული წლის ივნისში, მიუნხენში იტარებდა.

თუმცა, მკურნალობის პერიოდში ფეხბურთელს თამაში არ შეუწყვეტია და თავისი გუნდის დახმარებას აგრძელებდა.

როგორც Bild იტყობინება, ის ცხვირთან ახლოს სახის მცირე მონაკვეთს პლასტირით იკრავდა და ასე აგრძელებდა ვარჯიშებზე მუშაობას და თამაშებში მონაწილეობის მიღებას.

დღეს გოლკიპერმა თავად დაადასტურა, რომ გარკვეული პერიოდის წინ სახის კანის სიმსივნე დაუდასტურდა და სამკურნალოდ სამი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.