ავტორიზაცია

დაუჯერებელი, საოცარი სცენარი - რატომ გავიდა ბენფიკა ჯგუფში პირველ ადგილზე და პსჟ მეორეზე დატოვა?

დაუჯერებელი, საოცარი სცენარი - რატომ გავიდა ბენფიკა ჯგუფში პირველ ადგილზე და პსჟ მეორეზე დატოვა?
თარიღი 03 ნოე 2022, 02:00
დაუჯერებელი სცენარით განვითარდა მოვლენები H ჯგუფში, რომელშიც „პსჟ“, „ბენფიკა“, „იუვენტუსი“ და „მაკაბი“ ასპარეზობდნენ.

საქმე ისაა, რომ მთელი ჯგუფური ეტაპია, „პსჟ“ და „ბენფიკა“ ქულებით თანაბრად არიან, ორივე მატჩი 1:1 დასრულდა და პარიზელები პირველ ადგილს მხოლოდ უკეთესი ბურთების სხვაობის გამო იკავებდნენ.

დღეს, პორტუგალიელებმა ესეც აღმოფხვრეს - „პსჟ-მ“ სტუმრად „იუვენტუსს“ 2:1 მოუგო, „ბენფიკამ“ კი ასევე გასვლაზე „მაკაბი“ 6:1 დაამარცხა.

ამ მატჩების შემდეგ, გუნდებს 14-14 ქულა დაუგროვდათ, ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა აქვთ, ისევე როგორც გატანილი/ გაშვებული გოლების რაოდენობაშიც - ორივეს 16:7.

თუმცა, ჯგუფი პირველ ადგილზე „ბენფიკამ“ დაიკავა, რადგან სტუმრად „პსჟ-ზე“ მეტი გოლის გატანა მოახერხა - ცხრა ექცვსის წინააღმდეგ. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ორ გუნდს შორის გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებისთვის სწორედ ამის დათვლა გახდა საჭირო.

შესაბამისად, „პსჟ-მ“ 14 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, „იუვენტუსი“ კი 3 ქულით, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.