ავტორიზაცია

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა?

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა?
თარიღი 03 ნოე 2022, 02:08
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და დროა მოგახსენოთ, როდის გაიმართება მერვედფინალების კენჭისყრა.

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 2022/23-სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ორშაბათს, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე შედგება.

ტრადიციულად, ერთმანეთს მერვედფინალში ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები და ასევე ერთი ქვეყნის გუნდებიც.

პირველადგილოსნები:

ნაპოლი
პორტუ
ბაიერნი
ბენფიკა
ტოტენჰემი
ჩელსი
რეალი
მან სიტი

მეორეადგილოსნები:

ლივერპული
ბრიუგე
ინტერი
პსჟ
აინტრახტი
მილანი
ლაიპციგი
დორტმუნდი