ავტორიზაცია

ესპანეთის კრახი - ვის რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში?

ესპანეთის კრახი - ვის რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში?
თარიღი 03 ნოე 2022, 02:17
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისს და გერმანიას ეყოლება.

ბუნდესლიგას მერვედფინალში „ბაიერნი“, „აინტრახტი“, „დორტმუნდი“ და „ლაიპციგი“ წარადგენენ, პრემიერ ლიგას კი „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „სიტი“ და „ლივერპული“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისის და გერმანიის ჩემპიონატიდან 4-ვე მონაწილემ მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

იტალიაში ტურნირის საგაზაფხულო სტადიამდე მისვლა სამმა გუნდმა მოახერხა - „ნაპოლიმ“, „მილანმა“ და „ინტერმა“ („იუვენტუსი“ ჩარჩა), ესპანეთიდან კი, ისტორიაში პირველად, მხოლოდ მადრიდის „რეალი“.

რაც შეეხება საფრანგეთს, ამ ქვეყანას პლეი-ოფში ასევე ერთი წარმომადგენელი ეყოლება („პსჟ“).

გარდა ამისა, მერვედფინალში გავიდა ორი პორტუგალიური გუნდი („პორტუ“ და „ბენფიკა“) და ერთი ბელგიური („ბრიუგე“).

khizanag
ტოპ კომენტარი
0
03 ნოე 2022, 07:31
4-ვემ არა, გერმანიას ჯამში 5 წარმომადგენელი ჰყავდა წელს ჩემპიონთა ლიგაზე.
კომენტარების ნახვა (1)