ავტორიზაცია

პსჟ-ს მწვრთელი: "დღეს დამტკიცდა ის, რასაც ხშირად ვამბობთ, რომ ეს ტურნირი არალოგიკურია"

პსჟ-ს მწვრთელი: "დღეს დამტკიცდა ის, რასაც ხშირად ვამბობთ, რომ ეს ტურნირი არალოგიკურია"
თარიღი 03 ნოე 2022, 10:16
კრისტოფ გალტიემ „პსჟ-ს" მიერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაზე ისაუბრა.

პარიზულმა გუნდმა „იუვენტუსს" 2:1 მოუგო და „ბენფიკას" როგორც ურთიერთშეხვედრებით, ისე გატანილი და გაშვებული გოლებით გაუტოლდა. თუმცა, პორტუგალიური გუნდი პირველ ადგილზე გასვლაზე მეტი გატანილი გოლის დამსახურებით გავიდა.

„ბენფიკას ვულოცავ, რომელმაც სტუმრად ჩვენზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. მსურს, მივულოცო ჩემ ფეხბურთელებსაც, რომლებმაც კარგი ჯგუფური ეტაპი ჩაატარეს და 14 ქულა დააგროვეს.

ხშირად ვამბობთ, რომ ეს ტურნირი არალოგიკურია, რაც დღესაც დამტკიცდა." - აღნიშნა „პსჟ-ს" მწვრთნელმა.
saxeli
ტოპ კომენტარი
0
03 ნოე 2022, 17:12
ძალიან ლოგიკურია საუკეთესო ფეხბურთელების ყ დონის ჩემპიონატში ფულით დაბმა.