ავტორიზაცია

ალეგრი: "ერთის მხრივ, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, რომ ევროპა ლიგაზე მოვხვდით"

ალეგრი: "ერთის მხრივ, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, რომ ევროპა ლიგაზე მოვხვდით"
თარიღი 03 ნოე 2022, 10:19
მასიმილიანო ალეგრიმ„ იუვენტუსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებასა და ევროპა ლიგაზე გადასვდლა შეაფასა.

ტურინელებმა ჯგუფში 3 ქულა დააგროვეს და „მაკაბის" უკეთესი ბურთების შეფარდებით აჯობეს.

„კარგი ფეხბურთელები დავაყენე, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო მატჩების დიდი გამოცდილება არ აქვთ. კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ევროპა ლიგაზე ვართ, ხვალ სერია ა-ზე გადავერთვებით. ძალიან გაბრაზებულები უნდა ვიყოთ და მუშაობას უმალვე დავუბრუნდეთ.

ერთის მხრივ, შეგვიძლია ევროპა ლიგაზე გასვლით კმაყოფილები ვიყოთ, მეორეს მხრივ კი - გაბრაზებულები, რომ ლიგის პლეი-ოფში ვერ მოვხვდით.

ხელი ტრავმებმაც შეგვიშალა, რასაც ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. კვირას „ინტერთან" გვაქვს მატჩი - იტალიის უძლიერეს გუნდთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება." - აღნიშნა „იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა.