იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში „იუვენტუსმა" თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი ჯგუფური ეტაპი ჩაატარა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ექვსიდან ხუთი მატჩი დათმო და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, როცა საკუთარ კედლებში „მაკაბის" 3:1 მოუგო.
ჯგუფური ეტაპის ექვს ტურში სამი მოპოვებული ქულა - „იუვეს" ისტორიაში ყველაზე სუსტი შედეგია, ამაზე ნაკლები გუნდს არასდროს არ დაუგროვებია.
„იუვემ" და „მაკაბიმ" ჯგუფი 3-3 ქულით დააასრულეს, თუმცა ტურინელებს ბურთების სხვაობა -4 ჰქონდათ, „მაკაბის" კი -14, რამაც იტალიურ გუნდს ევროპა ლიგაზე გადასვლის საშუალება მისცა.