ავტორიზაცია

"როცა დისციპლინას კარგავ, იდენტობასაც კარგავ! მბაპემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ზლატანი

"როცა დისციპლინას კარგავ, იდენტობასაც კარგავ! მბაპემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ზლატანი
თარიღი 03 ნოე 2022, 11:24
„მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კილიან მბაპეს „პსჟ-ში" დარჩენაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გასულ ზაფხულს, ფრანგს „პსჟ-სთან" კონტრაქტი ეწურებოდა და მას მადრიდის „რეალი" ეპატიჟებოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა.

„მბაპემ „პსჟ-ში" დარჩენით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის გუნდში დარჩა და ისეთ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, სადაც ის კლუბზე დიდია.

როცა კარგავ შენს დისციპლინას, შესაბამისად კარგად იდენტობასაც." - აღნიშნა შვედმა ფორვარდმა. 

პრესაში ბევრი იწერება, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებიდან რამდენიმე თვეში, მბაპე „პსჟ-სგან" სატრანსფერო კამპანიის შემდეგ დაღალატებულად გრზნობს და წასვლა უნდა.