მორიგი ისტორიული ფაქტი: ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდშია!

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Givemesport" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ მესისთან, ჰოლანდთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
"ნაპოლიმ" ჯგუფში 5 თამაში მოიგო, კვარაცხელიამ კი ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ქართველთან ერთად, სიმბოლურში "ნაპოლის" კიდევ ორი ფეხბურთელი - კიმი და დი ლორენცო მოხვდა.
