ავტორიზაცია

ბარსელონას ჟორჟინიო იანვარშივე სურს, რათა ყველა შესაძლო ტიტულისთვის წელსვე იბრძოლოს

ბარსელონას ჟორჟინიო იანვარშივე სურს, რათა ყველა შესაძლო ტიტულისთვის წელსვე იბრძოლოს
თარიღი 03 ნოე 2022, 15:26
„ჩელსის" ნახევარმცველი, იტალიელი ჟორჟინიო, „ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნედ იქცა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ლურჯ-ბროწეულისფერთა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ აგენტს შეატყობინა, რომ „ბარსას" ფეხბურტელის დამატება იანვარშივე სურს. თავის მხრივ აგენტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ლა ლიგაში გადასვლით დაინტერესებულია.

კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ჟორჟინიო „ბარსელონას" გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და გუნდს წელსვე დაეხმარება ყველა შესაძლო ტიტულისთვის ბრძოლას. იანვარში მისი ტრანსფერის გაჩარხვა ადვილი არ იქნება, რადგან „ჩელსი" ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს, „ბლაუგრანა" კი ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

იტალიელ ნახევარმცველს „ჩელსისთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მისი შეძენა „ბარსამ" იანვარშივე ვერ მოახერხა, მომავალ წელს უფასოდ შეძლებს ფეხბურთელის დამატებას. თუ, რა თქმა უნდა, იქამდე მან „ჩელსისთა" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მოილაპარაკა.