ავტორიზაცია

ლივერპულმა კლუბის მომავლის სახედ ჯუდ ბელინგემი ამოირჩია, თუმცა ტრანსფერის გაჩარხვა ურთულესი იქნება

ლივერპულმა კლუბის მომავლის სახედ ჯუდ ბელინგემი ამოირჩია, თუმცა ტრანსფერის გაჩარხვა ურთულესი იქნება
თარიღი 03 ნოე 2022, 15:29
„ლივერპულს" სურს, რომ ჯუდ ბელინგემი კლუბის ახალ სახედ იქცეს.

Bild-ის ჟურნალისტის, იანიკ ჰუბერტის ინფორმაციით, ყველაზე დიდ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ „მან სიტი", „ლივერპული", „ჩელსი" და მადრიდის „რეალი" იჩენენ, რომლებიც ზაფხულის პოტენციური ტრანსფერისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ.

ცნობილია, რომ მომდევნო ზაფხულს „ლივერპული" 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდისთვის იქნება მზად. 

თუმცა, არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად საკმარისი იქნება 100 მილიონი ევრო ტრანსფერის დხურვისთვის, რადგან „ჩელსი", „რეალი" და „სიტი" უფრო სერიოზულ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობენ.

როგორც იწერება, „დორტმუნდი" ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს და თუ ვინმე ამ თანხის გადახდას არ დათანხმდება, ბელინგემი „სიგნალ იდუნა პარკზე" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.