ავტორიზაცია

ცნობილი გახდა FIFA 23-ის ყველაზე პოპულარული გუნდების ხუთეული

ცნობილი გახდა FIFA 23-ის ყველაზე პოპულარული გუნდების ხუთეული
თარიღი 03 ნოე 2022, 15:43
კომპანია EA Sports-მა დაასახელა გუნდები, რომლებსაც FIFA 23-ის მომხმარებლები სათამაშოდ ყველაზე ხშირად ირჩევენ.

ინფორმაციას კანადური კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

პირველი ადგილი „მანჩესტერ სიტის" ერგო, რომლის პოპულარობაც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენია", რაც სულაც არაა გასაკვირი გამომდინარე მისი შემტევი ტრიოდან. მესამეს მადრიდის „რეალი" იკავებს, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედი" და „ბარსელონა" მოდიან.

რაც შეეხება ქალთა გუნდებს, აქ ყველაზე პოპულარული ლონდონის „ჩელსია", სამეულში არიან ასევე „არსენალი" და „პარი სენ-ჟერმენიც".