ავტორიზაცია

მბაპემ ლიდერობა დაკარგა - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მბაპემ ლიდერობა დაკარგა - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 04 ნოე 2022, 02:59
ავტერიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა ევროპის ტოპ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

უკანასკნელი განახლება ინგლისის პრემიერ ლიგას შეეხო, ცვლილებების შედეგად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "პსჟ"-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ნაცვლად, მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გახდა.

"ქალაქელების" ნორვეგიელი ვარსკვლავის ფასმა 20 მილიონით იმატა და ამჟამად, 170 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო კილიან მბაპეს ღირებულება კვლავაც 160 მილიონია.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელთა ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება.



ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი