ავტორიზაცია

მიგელ ანხელ მოია მამარდაშვილზე: "გიორგი ტიბო კურტუას მაგონებს, მასაც საოცრად გრძელი კიდურები აქვს"

მიგელ ანხელ მოია მამარდაშვილზე: "გიორგი ტიბო კურტუას მაგონებს, მასაც საოცრად გრძელი კიდურები აქვს"
თარიღი 04 ნოე 2022, 14:44
ყოფილმა ესპანელმა მეკარემ მიგელ ანხელ მოიამ, COPE-სთან ინტერვიუში "ვალენსიას" ქართველ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ გიორგის შესახებ კითხვა ცალკე დამისვით. ჩემი აზრით, ვალენსიამ მისი შეძენით ბოლო წლებში სატრანსფერო ბაზარზე საუკეთესო სვლა გააკეთა. 

მესმის, რომ თუ ასე გააგრძელა თამაში, მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, მაგრამ ვალენსიამ აქამდე ყველაფერი სწორად გააკეთა. 

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, 23-წლამდელ მეკარეთა შორის გიორგი და დიოგო კოშტა მომწონს ყველაზე მეტად. 

გიორგი ტიბო კურტუას მაგონებს, მასაც საოცრად გრძელი კიდურები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, დაბალ ბურთებზეც კარგად თამაშობს. 

ის მუდმივად რისკიანია და დომინანტურია. გიორგი ჩემს ფენტეზი გუნდში მყავს და ამით მგონი ყველაფერია ნათქვამია. ",- თქვა მოიამ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი