ავტორიზაცია

"ახლავე რომ სთავაზობდნენ, მოაწერდა", - ჟურნალისტმა მესის კონტრაქტის სიტუაციაზე დაწვრილებით ისაუბრა

"ახლავე რომ სთავაზობდნენ, მოაწერდა", - ჟურნალისტმა მესის კონტრაქტის სიტუაციაზე დაწვრილებით ისაუბრა
თარიღი 04 ნოე 2022, 21:33
ლეო მესის „პსჟ-ში“ დარჩენა გამორიცხული სულაც არ არის.

ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ BBC-სთვის დაწერილ ნიუსში არგენტინელის კონტრაქტის სიტუაციაზე დაწვრილებით ისაუბრა.

ბალაგეს თქმით, საქმე ამჟამად ისეა, რომ „პსჟ-ს“ ახლავე რომ დაედო მესისთვის ახალი კონტრაქტის შემოთავაზება, არგენტინელი მას ხელს მოაწერდა.

თუმცა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილის განაღდების შემდეგ, მესიმ სრული კონცენტრაცია 2022 წლის მუნდიალზე გადაიტანა და მის დასრულებამდე, თავის გარემოცვას სთხოვა, რომ მომავალზე არ ესაუბრონ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთელი გადაწყვეტს, რა დონეზე სურს თამაში.

ბალაგე ამატებს, რომ ახლა „პსჟ“ მესის ფასს კარგად ხვდება როგორც კომერციული, ისე სპორტული თვალსაზრისით. თუ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან, არგენტინელს 1+1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. ამჟამად, პარიზში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„პსჟ-ს“ გარდა, ფეხბურთელის დამატების სურვილს, როცა ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, „ბარსელონა“ და დევიდ ბექჰემის ამერიკული „ინტერ მაიამი“ გამოთქვამენ.