ავტორიზაცია

ბელინგემისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ბელინგემისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 04 ნოე 2022, 22:20
გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

ინგლისელი ნახევარმცველის შეძენის ფავორიტად ამჟამად „ლივერპული“ მოიაზრება.

„დორტმუნდის“ 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „სიტი“, „იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „რეალიც“ ინტერესდებიან.

თუმცა, როგორც ირკვევა, ფავორიტად ამჟამად „ლივერპული“ მიიჩნევა, რომელმაც ბელინგემის გარემოცვასთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, რამაც სეიძლება სერიოზული როლი შეასრულოს ტრანსფერის განხორციელებისას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ მზადაა ბელინგემში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეჭვობს, რომ ეს თანხა შესაძლოა საკმარისი არ იყოს, რადგან კონკურენტებს უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.