ავტორიზაცია

კლოპი: "ვერ ვიტან ამ თემას, სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე, ჩვენთვის არავის არ სცალია"

კლოპი: "ვერ ვიტან ამ თემას, სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე, ჩვენთვის არავის არ სცალია"
თარიღი 04 ნოე 2022, 23:56
იურგენ კლოპმა კალენდარის გადატვირთულობით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

რას ფიქრობთ ზეწოლაზე, რომელსაც მწვრთნელები და ფეხბურთელები განიცდიან, რომლებიც ხვდებიან, რომ ტრავმა ამ ეტაპზე, უდიდესი ალბათობით, მუნდიალის გამოტოვების ტოლფასია?

ეს თემა მეზიზღება! ეს პრობლემები იმდენად აშკარა იყო, მაგრამ არასდროს არავის სიტყვაც არ დასცდენია იქამდე, სანამ მუნდიალამდე 3-4 კვირა არ დარჩა. ახლა კი ფეხბურთელები, უეცრად ტრავმებს იღბენ და თქვენ ამბობთ: „ის მსოფლიოზე ვერ წავა, დაუჯერებელია!“

სიტუაცია, როცა ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ და სეზონის ბოლოს მუნდიალს ტოვებენ, ახალი არ არის. ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ეს მთელ მსოფლიოში ხდება. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება ბოლო მატჩიდან სულ რაღაც ერთ კვირაში - სიგიჟეა და უდიდესი რისკია, ნამდვილი სიგიჟეა.

არავის ჩვენთვის არ სცალია იქამდე, სანამ ამ ყველაფერს ვუმკლავდებით. კითხვას მისვამთ, მაგრამ თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო? ვკითხო ჩემს ფეხბურთელებს, „საუთჰემპტონთან“ ან „დერბისთან“ მატჩების წინ, ნამდვილად სურთ თუ არა თამაში?

ყველანი დამნაშავეები ვართ - თქვენ ჩემზე მეტად, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოხდენის საშუალება მივეცით და ეს უკვე ხდება. მორჩენილი ამბავია, გვიწევს შეგუება ამასთან, ფეხბურთელები კი ტრავმებს იღებენ და ვერ თამაშობენ, რაც მათი კატასტროფაა, მაგრამ რისი შეცვლა შეგვიძლია?“, - აღნიშნა „ლივერპულის“ მწვრთნელმა.