ავტორიზაცია

თომას ტუხელი: "ვგრძნობ, რომ ჩემი სამუშაო ჩელსიში არ დასრულებულა"

თომას ტუხელი: "ვგრძნობ, რომ ჩემი სამუშაო ჩელსიში არ დასრულებულა"
თარიღი 05 ნოე 2022, 03:41
"ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული კლუბიდან გათავისუფლების გამო.

გერმანელი სპეციალისტი სექტემბერში გაათავისუფლეს და მისი პოზიცია გრემ პოტერმა დაიკავა.

"სევდიანი ვარ, რადგან ჩემი სამუშაო ჩელსიში მეჩვენება, რომ არ დასრულებულა. ფეხბურთელებთან და პერსონალთან ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა. ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, რამაც მხოლოდ გააძლიერა ჩემი კავშირი კლუბში ყველასთან. 

მზად ვიყავი ჩელსისთან ერთად გრძელი გზა წავსულიყავი, რადგან თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ მფლობელებს ჰქონდათ საკუთარი გეგმები და მე უნდა დავთანხმებულიყავი“, - თქვა ტუხელმა.