ავტორიზაცია

კონტე პრემიერ ლიგის კალენდარს აკრიტიკებს

კონტე პრემიერ ლიგის კალენდარს აკრიტიკებს
თარიღი 05 ნოე 2022, 03:49
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე ინგლისის პრემიერ ლიგის კალენდრის შედგენის თემაზე ისაუბრა.

"ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ვიცოდით ამ მდგომარეობის შესახებ. მივხვდი, რომ სეზონის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ასეთი განრიგით ჩატარება ნამდვილი სიგიჟეა.

მართალი გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან სამი დღის შემდეგ იწყებენ თამაშს“, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაში 18 დეკემბერს გაიმართება, პრემიერ ლიგის დაბრუნება კი 26 დეკემბერს არის დაგეგმილი. ინგლისში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ ლიგის თასის მეოთხე ეტაპის მატჩები გაიმართება.