ავტორიზაცია

"არასოდეს არის კარგი დრო ტოტენჰემის მსგავს მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად"- იურგენ კლოპი

"არასოდეს არის კარგი დრო ტოტენჰემის მსგავს მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად"- იურგენ კლოპი
თარიღი 05 ნოე 2022, 04:05
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ტოტენჰემის" ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

გუნდები ერთმანეთს ინგლისის  პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მატჩში შეხვდებიან, რომელიც ლონდონში გაიმართება.

"არასოდეს არის კარგი დრო ტოტენჰემის მსგავს მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად. ჩვენს შორის ქულების სხვაობა არ დამითვლია, მაგრამ აშკარაა, რომ გაგვიჭირდება. 

ისინი თავს ძალიან ორგანიზებულად იცავენ და კონტრშეტევებში სახიფათონი არიან, ბოლო დროს მატჩების ბოლოს გოლებსაც ხშირად იტანენ. ჩვენ თავდაჯერებულ მეტოქესთან ბრძოლა მოგვიწევს“, - განაცხადა კლოპმა.