ავტორიზაცია

ნოიერი კიბოს დიაგნოზის შესახებ: "გულწრფელად ვაღიარებ, თავიდან ცოტა შემეშინდა"

ნოიერი კიბოს დიაგნოზის შესახებ: "გულწრფელად ვაღიარებ, თავიდან ცოტა შემეშინდა"
თარიღი 05 ნოე 2022, 06:31
გერმანიის ნაკრების და "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა სახის კიბოს დიაგნოზზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელს სახის კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გერმანული მეკარეს სამი ოპერაციის გაკეთება მოუწია.

"გულწრფელად ვაღიარებ, თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი გაივლის, თუ გონივრულად მიუდგები და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგეშინდეს“, - თქვა ნოიერმა.

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის თქმით, 5 ნოემბერს მანუელ ნოიერი გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში ბერლინის "ჰერტასთან" თამაშს შეძლებს.