ავტორიზაცია

გვარდიოლა: "იბრაჰიმოვიჩი მართალია! იმხელა ეგო მაქვს, ჰოლანდს ვუთხარი, რომ გოლები აღარ გაიტანოს"

გვარდიოლა: "იბრაჰიმოვიჩი მართალია! იმხელა ეგო მაქვს, ჰოლანდს ვუთხარი, რომ გოლები აღარ გაიტანოს"
თარიღი 05 ნოე 2022, 13:16
პეპ გვარდიოლამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერლინგ ჰოლანდზე ნათქვამ სიტყვებზე ისაუბრა.

„მილანის" ფორვარდმა „სიტის" თავდამსხმელი ასე დაახასიათა: "ინძაგის, ტრეზეგეს და ვიერის ახალი ვერსია. შეუძლია თუ არა პროგრესი - თავად გვარდიოლაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა ერლინგს უფლებას, მასზე დიდი გახდეს."

„ის მართალია, აბსოლუტურად მართალი. ჩემი ეგო ამ კლუბში ყველა ადამიანსა და ფეხბურთელზე მაღლა დგას. არ მომწონს, როცა ერლინგი სამ გოლს იტანს და ყველა სათაურს მას უძღვნიან. ძალიან მშურს. მართლა, მშურს!

ამიტომ, ვუთხარი: "ერლინგ, ამიერიდან არანაირი გოლი! თორემ გაზეთები სულ შენზე ილაპარაკებენ და მე დამივიწყებენ.

იბრაჰიმოვიჩი კარგად მიცნობს. ალბათ, იმდენად კარგად, რომ ახალი წიგნის დაწერასაც შეძლებს." - აღნიშნა ირონიულად პეპმა.