ავტორიზაცია

ტურინის იუვენტუსი კრისტალ პალასის თავდამსხმელით ინტერესდება

ტურინის იუვენტუსი კრისტალ პალასის თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 05 ნოე 2022, 15:25
"კრისტალ პალასის" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს, ვილფრიდ ზაჰას შეუძლია ნისლიანი ალბიონიდან აპენინებზე გადასვლა. 

როგორც ბრიტანულმა გამოცემა The Sun-ი წერს, ტურინის "იუვენტუსი" კოტ-დივუარელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენს.

"ბებერ ქალბატონს" სურს აფრიკელის უფასოდ გაფორმება. გარდა იტალიური გრანდისა, ზაჰას მიმართ ინტერესს კატალონიური "ბარსელონა" იჩენს.

29 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.