ავტორიზაცია

VIDEO: ერლინგ ჰოლანდმა 10-კაციან სიტის მატჩი 95-ე წუთზე მოაგებინა

თარიღი 05 ნოე 2022, 21:01
„მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგაში დრამატული მატჩი მოიგო.

მე-15 ტურში გვარდიოლას გუნდს „ფულემი" ესტუმრა და გამარჯვება „ქალაქელებს" 2:1 დარჩათ.

მე-16 წუთზე ხულიან ალვარესმა მოახერხა ანგარიშის გახსნა, 26-ზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის ჟოაო კანსელუ მოედნიდან გააძევეს, „სიტის" კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც პერეირამ გოლად აქცია.

ამის შემდეგ, საქმეში ერლინგ ჰოლანდი ჩაირთო, რომელმაც 74-ე წუთზე გოლი ჯერ თამაშგარიდან გაიტანა, 90+5-ზე კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და თავის გუნდს მოაგებინა.

„სიტიმ" 13 მატჩში 32 ქულა დააგროვა და ლიდერ „არსენალს" 1 ქულით გადაუსწო, რომელიც თავის მატჩს ხვალ გამართავს.