ავტორიზაცია

ტრავმიდან გოლით დაბრუნება და გამარჯვება - ჰოლანდის არაამქვეყნიური სტატისტიკა ეპლ-ს ამ სეზონში

ტრავმიდან გოლით დაბრუნება და გამარჯვება - ჰოლანდის არაამქვეყნიური სტატისტიკა ეპლ-ს ამ სეზონში
თარიღი 05 ნოე 2022, 21:16
ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში უკვე 18 გოლის გატანა მოახერხა.

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა თავის 26-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე გუნდს „ფულეჰთან“ მატჩი 95-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა.

ნორვეგიელი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმში, ხულიან ალვარესის ნაცვლად გამოჩნდა, კერძოდ 64-ე წუთზე.

ეს იყო ერლინგის პირველი მატჩი ტრავმის შემდეგ, რომელიც მან „დორტმუნდთან“ (0:0) შეხვედრაში მიიღო და ორი თამაში გაუცდა.

74-ე წუთზე ჰოლანდმა გოლი გაიტანა, მაგრამ ის ვიდეორეფერიმ გააუქმა, 95-ზე კი ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინის მოპოვებული პენალტი გამოიყენა.

ამ გოლით ჰოლანდმა პრემიერ ლიგის 12 ჩატარებულ მატჩში მე-18 გოლის გატანა შეძლო.