ავტორიზაცია

იუვენტუსმა შესაძლოა ლიდერების კარგვა დაიწყოს - ერთ-ერთით მანჩესტერ იუნაიტედი უკვე ინტერესდება

იუვენტუსმა შესაძლოა ლიდერების კარგვა დაიწყოს - ერთ-ერთით მანჩესტერ იუნაიტედი უკვე ინტერესდება
თარიღი 05 ნოე 2022, 22:52
არ არის გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან დაწყებული, „იუვენტუსმა“ საკვანძო ფეხბურთელების კარგვა დაიწყოს.

გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა და არც მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე გასვლის პერსპექტივები ჩანს ძაან ნათლად. შესაბამისად, ლიდერებმა შესაძლოა სხვაგან მოისურვონ ძალების მოსინჯვა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ამ სიტუაციის გამოყენება სურს „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელიც სერბი ფორვარდით, დუშან ვლაჰოვიჩით ინტერესდება.

ზამთარში ტრანსფერის განხორციელება რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თუ სეზონის შედეგად „იუვე“ ოთხეულში ვერ შევიდა, ვლაჰოვიჩის „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგება გაცილებით რეალური გახდება.