ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ლეაუში 120 მილიონ ევროს გადაიხდის?

მანჩესტერ სიტი ლეაუში 120 მილიონ ევროს გადაიხდის?
თარიღი 06 ნოე 2022, 15:13
Tuttomercatoweb-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "მილანის" თავდამსხმელის რაფაელ ლუაუს ტრანსფერით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან 23 წლის პორტუგალიელისთვის "მილანს" 120 მილიონი ევრო შესთავაზონ, თავად ფეხბურთელს კი სეზონში 10 მილიონი ევროს გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ ლეუს მოქმედი კონტრაქტი "როსონერებთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt-ი პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

ამ სეზონში თავდამსხმელმა მილანის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 6  გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.