ავტორიზაცია

არსენალი მზადაა მუდრიკის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს

არსენალი მზადაა მუდრიკის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 06 ნოე 2022, 15:25
უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი, რომელიც "შახტარში" თამაშობს, კვლავ ლონდონის "არსენალის" სატრანსფერო სიაშია. 

ინსაიდერის ნიკოლო შირას თქმით, "მეთოფეებმა" 21 წლის ფეხბურთელი იანვრის მთავარ სამიზნედ დაასახელეს. პრემიერ ლიგის ლიდერი მზადაა მის სანაცვლოდ დაახლოებით 50-60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ ზაფხულს ლონდონური კლუბი მუდრიკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მისთვის 30 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, მაშინ "შახტარმა" უარი თქვა ამ შეთავაზებაზე.

მუდრიკი უკრაინის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.