ავტორიზაცია

VIDEO: ლონდონი წითელია! არსენალმა სტუმრად ჩელსისაც მოუგო და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა

თარიღი 06 ნოე 2022, 18:00
პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ჩელსი“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა გაბრიელმა გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-2 მარცხი იწვნია, „არსენალმა“ კი მე-13 მატჩში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და 34 ქულით ცხრილს ერთიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე „სიტია“ 32 ქულით.