უნაი ემერი ბრწყინვალედ იწყებს - ასტონ ვილამ იუნაიტედი უშანსოდ დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ასტონ ვილა" საკუთარ მოედანზე მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდა.
"ვილა პარკზე" გამართული შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-7 წუთზე ლეონ ბაილიმ გახსნა. ამას მე-11 წუთზე ლუკას დინის ბრწყინვალე ჯარიმა მოჰყვა (2:0). პირველი ნახევრის მიწურულს ლუკ შოუს საჯარიმოს გარედან დარტყმულს რიკოშეტი და ჯეიკობ რემზის ავტოგოლი მოჰყვა (2:1). საბოლოო ანგარიში 49-ე წუთზე სწორედ რემზიმ დააფიქსირა (3:1).
აღსანიშნავია, რომ ეს "ასტონ ვილას" ესპანელი თავკაცისთვის უნაი ემერისთვის სადებიუტო იყო, ამაზე უკეთეს სტარტზე კი ალბათ ვერც იოცნებებდა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ასტონ ვილა" 15 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა 9 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 23 ქულით მე-5 ადგილზეა.