ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ლიგის კენჭისყრა? შეიძლება პსჟ ან ლივერპული შეგვხვდეს, მაგრამ არ გვაღელვებს"

ანჩელოტი: "ლიგის კენჭისყრა? შეიძლება პსჟ ან ლივერპული შეგვხვდეს, მაგრამ არ გვაღელვებს"
თარიღი 06 ნოე 2022, 22:39
კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე არ ღელავს.

მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

„საერთოდ არ ვღელავთ. ჩვენ შეიძლება „პსჟ“, „ინტერი“, „ლივერპული“ ან „მილანი“ შეგვხვდეს, მაგრამ არ გვაღელვებს.“ - აღნიშნა „რეალის“ მწვრთნელმა.

გამომდინარე იქიდან, რომ „რეალი“ პლეი-ოფში ერთადერთი ესპანური გუნდია, მას შესაძლოა ნებისმიერი მეორეადგილოსანი შეხვდეს გარდა „ლაიპციგისა“, რომელიც მისივე ჯგუფიდან გავიდა.