ავტორიზაცია

მოსვლაც ასეთი უნდა - უნაი ემერიმ მანჩესტერთან ასტონ ვილას 27-წლიანი ანტირეკორდი დაასრულა

მოსვლაც ასეთი უნდა - უნაი ემერიმ მანჩესტერთან ასტონ ვილას 27-წლიანი ანტირეკორდი დაასრულა
თარიღი 06 ნოე 2022, 22:47
„ასტონ ვილამ“, რომლის სათავეშიც სადებიუტო მატჩს უნაი ემერი მართავდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში 21-ე საუკუნეში პირველად დაამარცხა.

მანკუნიანელები „ვილა პარკზე“ 1:3 დამარცხდნენ.

„ლომებს“ „იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში 1995 წლის 19 აგვისტოს შემდეგ არ ჰყავდათ დამარცხებული. ამ გამარჯვებით, „ვილამ“ ჩემპიონატში კონკრეტულ მეტოქესთან მოუგებელი სერიის ანტირეკორდი დაასრულა, რომელიც წარმოუდგენელ 23 მატჩს ითვლიდა.

„ასტონ ვილაში" უნაი ემერი ოფიციალურად მუშაობას 1 ნოემბრიდან ჩაუდგა და ამ პოზიციაზე სტივენ ჯერარდი ჩაანაცვლა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.