ავტორიზაცია

VIDEO: იტალიური დერბი იუვენტუსის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

თარიღი 07 ნოე 2022, 01:44
სერია ა-ს მე-13 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ინტერი“ დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, თუმცა მეორეში 52-ზე რაბიომ გახსნა ანგარიში, 84-ზე კი ფაგიოლიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორივე გოლზე ასისტენტის როლი ფილიპ კოსტიჩმა ითავა.

„იუვენტუსმა“ 25 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „ინტერი“ კი 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა.