ავტორიზაცია

"რომამ ისევ უსამართლოდ წააგო, ისევე როგორც ატალანტასთან და ნაპოლისთან "- ჟოზე მოურინიო

"რომამ ისევ უსამართლოდ წააგო, ისევე როგორც ატალანტასთან და ნაპოლისთან "- ჟოზე მოურინიო
თარიღი 07 ნოე 2022, 02:00
"რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ისევ არ გაუმართლა.

რომაული დერბი მინიმალური ანგარიშით "ლაციოს" გამარჯვებით დასრულდა.  მატჩის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ფილიპე ანდერსონმა გაიტანა.

"იოლი არ იყო გუნდთან თამაში, რომელიც ასე ღრმად უკნიდან თამაშობდა და კარგად აკონტროლებს მატჩის ტემპს. ანგარიშის გახსნის შემდეგ, კარგად იცავდა თავს, ჩვენ კი სიზუსტე და ოსტატობა გვაკლდა შეტევაში.

ჩვენ მუდმივად ალოგიკურად ვმარცხდებით. ჩვენ წავაგეთ ატალანტასთან, რომელსაც ერთი დარტყმა ჰქონდა კარში და ნაპოლისთან, რომელმაც სხვაზე მეტი პრობლემა შევუქმენით და მხოლოდ ოსიმჰენის სასწაულებრივი გოლის წყალობით მოიგო. ლაციომ კი მხოლოდ ნახევარი გოლი გაიტანა. “, - განაცხადა პორტუგალიელმა DAZN-თან ინტერვიუში.

დღევანდელი მარცხის შემდეგ "რომა" სერია A-ში მე-6 ადგილზე დაქვეითდა. "ლაციო" კი მესამე ადგილზე დაწინაურდა.