ავტორიზაცია

კონტე ლივერპულთან მატჩზე: "დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მარცხი აუხსნელია"

კონტე ლივერპულთან მატჩზე: "დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მარცხი აუხსნელია"
თარიღი 07 ნოე 2022, 02:08
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თვლის, რომ მისმა გუნდმა "ლივერპულთან" (1:2) მატჩში მეტი დაიმსახურა. 

შესვენებამდე "მერდისაიდელებმა" ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი "სპურსმა" მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.

„ძნელია დღევანდელ მატჩში ჩვენი დამარცხების ახსნა. პირველი ტაიმის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი ჩვენი თამაშით და ფეხბურთელების განწყობით. არ ვიცი, შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მეტოქე როგორ დაწინაურდა ორ ბურთიანი სხვაობით.

მეორე ტაიმში შესანიშნავად გამოვიყურებოდით, მაგრამ ლივერპულის მეკარემ რამდენიმე სეივი შეასრულა. შედეგის მიუხედავად, ასეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩში ასეთი თამაში სიამაყის მიზეზია“, - განაცხადა კონტემ Sky Sports-თან ინტერვიუში.