ავტორიზაცია

კარაგერი კონტეზე: "მისი დანიშვნით ყოველთვის იცი რას მიიღებ"

კარაგერი კონტეზე: "მისი დანიშვნით ყოველთვის იცი რას მიიღებ"
თარიღი 07 ნოე 2022, 02:22
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

"კონტემ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, ჩვეული ტაქტიკის გამოყენებით, ის არ გადაუხვევს მას. მისი დანიშვნით ყოველთვის იცი რას მიიღებ და თუ ამით არ ხარ კმაყოფილი, საკუთარ თავს დააბრალე.

კონტესთან ერთად ტოტენჰემი გასულ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-მდე მიიყვანა, ახლა კი მასთან ერთად მეოთხე ადგილზეა ლიგაში.

ტოტენჰემის მთავარი პრობლემა დაცვა და მეკარეა, რომლებიც კონტეს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ", - განაცხადა კარაგერმა.