ავტორიზაცია

"ვერ წარმომიდგენია, რომ საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრენტს ათამაშებს "- გარი ნევილი

"ვერ წარმომიდგენია, რომ საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრენტს ათამაშებს "- გარი ნევილი
თარიღი 07 ნოე 2022, 02:40
ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ ისაუბრა. 

„ის ავლენს უცხოპლანეტელის ბრწყინვალებას, როდესაც ის შეტევაზე მიდის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ფლეი-ოფის მატჩებზე, სადაც ყველაფერი ერთ მომენტში შეიძლება გადაწყდეს.

ვერ წარმომიდგენია, რომ გარეტ საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩში ტრენტს ძირითადში დააყენებს.

მე მინდა, რომ ტრენტი ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველი იყოს, მას ამის თვისებები აქვს, მაგრამ დღეს ტოტენჰემის წინააღმდეგ ზოგჯერ ჩანდა, რომ მისი ქმედებები ლივერპულს ძვირად შეიძლება დაჯდომოდა. დაცვაში ცუდად მოქმედებს და ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტს აიკიდებს.

მეეჭვება, რომ გარეტი მას ადგილს ანდობს პლეი-ოფის მატჩებში, როდესაც მის განკარგულებაში კიდევ ოთხი შესანიშნავი მარჯვენა მცველია“, - განუცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა Sky Sports-ს.