ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა სონი მუნდიალზე? - ანტონიო კონტეს კომენტარი

ითამაშებს თუ არა სონი მუნდიალზე? - ანტონიო კონტეს კომენტარი
თარიღი 07 ნოე 2022, 02:47
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ სონ ჰეუნ მინს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოჯანმრთელების დრო ექნება.

სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელთან" მატჩშის დროს თვალის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა.

"ტოტენჰემის" ვარსკვლავის მონაწილეობა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

„მე მას მესიჯი გავუგზავნე ოპერაციის შემდეგ. ის ძალიან იმედგაცრუებულია სიტუაციით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მუნდიალზე ითამაშებს.

ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტურნირზე თამაში. დარწმუნებული ვარ, ის სწრაფად გამოჯანმრთელდება და ეროვნულ გუნდს ყატარში დაეხმარება“, - ციტირებს იტალიელს სიტყვებს Mirror.