ავტორიზაცია

დე ბრუინი გვარდიოლაზე: "მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში პეპი უფრო მოდუნებულია"

დე ბრუინი გვარდიოლაზე: "მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში პეპი უფრო მოდუნებულია"
თარიღი 07 ნოე 2022, 03:40
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გუნდის მთქვარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მომავალზე ისაუბრა.

ესპანელს ჯერ არ გადაუწყვეტია გაახანგრძლივოს თუ არა "ქალაქელებთან" კონტრაქტი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

„მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში გვარდიოლა უფრო მოდუნებულია, რადგან ის ჩვენთან დიდი ხანია. მოცემულობის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე ახალ გუნდში გადასვლა და თავიდან დაწყება.

ხანდახან ვგრძნობ, რომ ისეთი ცხელი არ არის, როგორც ადრე, უფრო მშვიდად გამოიყურება. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ამის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლია, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. მისი კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა ძალაში, შემდეგ კი ვნახოთ“, - თქვა დე ბრუინმა.