მუსიალამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტების შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია ძალიან შორს წასვლა. უნდა გვჯეროდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია.
ბევრი ძლიერი გუნდია. ბრაზილიის ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია, არგენტინა და საფრანგეთი ასევე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო, გოლების გატანაში დს შანსების შექმნაში. მინდა ვითამაშო ისე, როგორც ბაიერნში ვითამაშე და ყველა მატჩი მოვიგო. იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ მსოფლიო ჩემპიონები არ გავხდებით“, - განაცხადა 19 წლის ფეხბურთელმა Kicker-თან ინტერვიუში.