ავტორიზაცია

გალტიემ მბაპეს ტრავმის სირთულეზე ისაუბრა

გალტიემ მბაპეს ტრავმის სირთულეზე ისაუბრა
თარიღი 07 ნოე 2022, 09:14
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ კილიან მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა ტრავმა "ლორიენთან" მატჩის დროს  მიიღო (2:1).

„კილიანს სერიოზული ტრავმა არ აქვს. ამაში გარწმუნებთ. ის უამრავ მატჩს თამაშობს, ამიტომ გადავწყვიტეთ შეცვლა, რომ რისკის ქვეშ არ დაგვეყენებინა. 

რა თქმა უნდა, შემეძლო მისი დატოვება თამაშში, მაგრამ ამავდროულად იქნებოდა შანსი, რომ დიდი ხნით გამოგვკლებოდა. ”- თქვა გალტიემ.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მბაპემ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა.