ავტორიზაცია

"სკუდეტო? ნაპოლი საოცარ რაღაცებს აკეთებს და 10 ქულიანი უპირატესობა აქვს"- მასიმილიანო ალეგრი

"სკუდეტო? ნაპოლი საოცარ რაღაცებს აკეთებს და 10 ქულიანი უპირატესობა აქვს"- მასიმილიანო ალეგრი
თარიღი 07 ნოე 2022, 09:26
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ, ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლის შესახებ შანსებზე კითხვას უპასუხა.

„სკუდეტო? ჩვენი მიზანია ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთოთ. ჩვენ ვუყურებთ, ვინ არის ჩვენს წინ - ორი ქულით მეოთხე ადგილზე. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ.

ნაპოლი საოცარ რაღაცეებს ​​აკეთებს და 10 ქულიანი უპირატესობა აქვს. უნდა ვნახოთ, რა მოხდება ზამთრის შესვენებამდე“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე "ინტერი" 2-0 დაამარცხა. ტურინული კლუბი სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, ლიდერ "ნაპოლისთან" სხვაობა კი 10 ქულაა.