ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკოს ნახევარმცველით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკოს ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 07 ნოე 2022, 11:03
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარკოს ლიორენტემ შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული. "ატლეტიკო" თავის მხრივ მზადაა ლიორენტეს გაყიდვა განიხილოს, რათა ევროპულ ტურნირზე წარუმატებლობის გამო ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ლიორენტეს სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში მარკოსმა ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.