ავტორიზაცია

არტეტამ არსენალის მწვრთნელის რანგში ვენგერის რეკორდი მოხსნა

არტეტამ არსენალის მწვრთნელის რანგში ვენგერის რეკორდი მოხსნა
თარიღი 07 ნოე 2022, 14:31
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალმა" სტუმრად "ჩელსი" 1-0 დაამარცხა. ეს გამარჯვება 87-ე იყო "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელისთვის, მიკელ არტეტასთვის, გუნდის სათავეში ჩატარებულ 150 მატჩში.

ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენი გახდა და კლუბის ლეგენდას არსენ ვენგერს გაუსწრო, რომელსაც 82 მოგება აქვს. ამდენივე გამარჯვება აქვს ჯორჯ გრეჰემს.

არტეტა "არსენალის" მთავარი მწვრთნელია 2019 წლის დეკემბრიდან. ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლონდონურმა გუნდმა 13 მატჩის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს.