"ამ ეტაპზე ყველა გუნდთან თამაში რთულია, თუმცა მოხარული ვარ, რომ პსჟ-ს ავცდით"- ლუჩიანო სპალეტი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე ფრანკფურტის “აინტახტს” დაუპირისპირდება.
წილისყრის შედეგი ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შეაფასა.
“ამ ეტაპზე ყველა გუნდთან თამაში რთულია, თუმცა მოხარული ვარ, რომ პსჟ-ს ავცდით. აინტახტთან თამაში ყველა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, რადგან ისინი ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან.

ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდებიან და მათთან თამაში გაჭირდება, თუმცა როგორც ყოველთვის, მე ჩემი ბიჭების მჯერა. ",- თქვა სპალეტიმ.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი