ავტორიზაცია

ხავი: "ისევ არ გაგვიმართლა და შესაძლოებიდან ყველაზე ცუდი წილისყრა გვქონდა"

ხავი: "ისევ არ გაგვიმართლა და შესაძლოებიდან ყველაზე ცუდი წილისყრა გვქონდა"
თარიღი 07 ნოე 2022, 21:06
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც მის გუნდს მეტოქედ „მანჩესტერ იუნაიტედი" ერგო.

„კვლავ ყველაზე რთული მეტოქე. მაგრამ, თამაშს მოუთმენლად ველოდებით.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, რომელმაც ტენ ჰაგის მისვლის შემდეგ დიდ პროგრესს მიაღწია და კარგი ფეხბურთელებიც მიიყვანა.

ეს ყველა შესაძლოდან ყველაზე ცუდი წილისყრა გამოდგა. კვლავ! ისევ არ გაგვიმართლა.“, - აღნიშნა „ბარსას“ მწვრთნელმა.

ლიგის ჯგუფში კატალონიური გუნდი „ბაიერნთან“, „ინტერთან“ და „ვიქტორია პლზენთან“ მოხვდა და მე-3 ადგილი დაიკავა.