ავტორიზაცია

"მგონი, ბედია", - ოლივერ კანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრას გამოეხმაურა

"მგონი, ბედია", - ოლივერ კანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრას გამოეხმაურა
თარიღი 07 ნოე 2022, 21:11
ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც, მიუნხენის „ბაიერნის“ მეტოქე ტურნირის მერვედფინალში „პსჟ“ იქნება.

„მგონი, ბედია (იცინის). დიდებული მატჩი გველის, რომელშიც ბევრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. თამაშებამდე ჯერ შორია, ამიტომ რთული სათქმელია, რა მოხდება.

„პსჟ“ ძალიან დაბალანსებული გუნდია, რომელშიც უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ „ბაიერნზეც“ ხომ იგივეს თქმა შეიძლება.

„პარი სენ-ჟერმენიც“ და „ბაიერნიც“ - ევროპული ფეხბურთის მწვერვალი არიან.“ - აღნიშნა მიუნხენური გრანდის ლეგენდარულმა ექს-მეკარემ და ამჟამად გენერალურმა დირექტორმა.