ავტორიზაცია

გვარდიოლა სიტის სეზონის ბოლოს დატოვებს? ბევრი რამ მის მეუღლეზეა დამოკიდებული

გვარდიოლა სიტის სეზონის ბოლოს დატოვებს? ბევრი რამ მის მეუღლეზეა დამოკიდებული
თარიღი 07 ნოე 2022, 21:16
პეპ გვარდიოლა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გადაწყვეტს, დარჩება თუ არა „მან სიტიში“.

როგორც Daily Mail წერს, 51 წლის სპეციალისტი საკუთარ მომავალზე დაფიქრებას მსოფლიო პირველობის მანძილზე აპირებს. მისი კონტრაქტი ინგლისურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულში იწურება.

მნიშვნელოვან როლს გვარდიოლას გადაწყვეტილებაში მისი მეუღლის, კრისტინას პოზიცია შეასრულებს. 2019 წელს ის უმცროს ქალიშვილთან, ვალენტინასთან ერთად, ბარსელონაში საკუთარი ბიზნესის სამართავად დაბრუნდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს.

ხალხი, რომელიც „სიტისთან“ დაახლოვებულია, ამბობს, რომ გვარდიოლა არ ჰგავს ადამიანს, ვინც მზადაა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს. „ქალაქელების“ ხელმძღვანელობაც გეგმებს იმის მიხედვით აწყობს, რომ პეპი გუნდში მომდევნო სეზონშიც იმუშავებს.