ავტორიზაცია

კლოპი: "რეალთან მორიგი შეხვედრა? ყველამ იცის, რას ნიშნავს ენფილდი"

კლოპი: "რეალთან მორიგი შეხვედრა? ყველამ იცის, რას ნიშნავს ენფილდი"
თარიღი 07 ნოე 2022, 21:32
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრაზე ისაუბრა.

მერსისაიდული გუნდის მეტოქე ამ სტადიაზე მადრიდის „რეალი“ იქნება, რომელსაც „ლივერპული“ გასული სეზონის ფინალში დაუპირისპირდა და 0:1 დამარხდა.

„ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა? მატჩებს მოუთმენლად უნდა ველოდოთ.

ყველამ ვიცით, რომ „რეალის“ რეკორდი ამ ტურნირზე საუკეთესოა. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც ჩვენია ცუდი.

გარდა ამისა, ჩვენ „ენფილდი“ გვაქვს და ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ეს.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.