ავტორიზაცია

ლივერპულის მფლობელმა კომპანიამ კლუბის გაყიდვის მზადყოფნა ოფიციალურ განცხადებაში გამოთქვა

ლივერპულის მფლობელმა კომპანიამ კლუბის გაყიდვის მზადყოფნა ოფიციალურ განცხადებაში გამოთქვა
თარიღი 07 ნოე 2022, 21:45
მერსისაიდულ კლუბში უახლოეს პერიოდში შესაძლოა ახალი ერა დაიწყოს.

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Fenway Sports Group-მა განცხადება გააკეთა, რომელშიც „ლივერპულის“ გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

„მესამე პირებისგან დაინტერესება გვაქვს, რომლებიც ჩვენი კლუბის აქციების ყიდვას აპირებენ.

თუ სწორ პირობებს შემოგვთავაზებენ და „ლივერპულის“ ინტერესები იქნება დაცული, მზად ვართ, შემოთავაზებები განვიხილოთ.

ამჟამად, ჩვენი კომპანია „ლივერპულის“ წარმატებებზე ფიქრობს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კონკრეტულად ვისზეა საუბარი და ვინ აპირებს „ლივერპულის“ აქციების შეძენას, ჯერ უცნობია.